ENG / RUS

ჩვენს შესახებ

„მაქრო  ქონსთრაქშენი“ ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია საქართველოში. იგი აერთიანებს შვილობილ კომპანიებს, სხვადასხვა მიმართულების წარმოებებსა და პროექტებს. პირველი და ყველაზე ცნობილი პროექტი Glorya Furniture-ის ბრენდია, რომელიც ავეჯის ერთადერთი მწარმოებელი ქარხანაა აჭარის რეგიონში, კერძოდ ბათუმში. დღეისათვის „მაქრო ქონსთრაქშენი“ ასევე ახორციელებს ოთხ ვარსკვლავიანი სატუმროს მშენებლობას თბილისში, გორგასლის ქუჩაზე. პროექტის პარტნიორია სასტუმროებისა და რესტორნების  ქსელის ოპერატორი, ფრანგული კომპანია Accor Group. ამ თანამშრომლობის შედეგად 2015 წლის მარტიდან თბილისს კიდევ ერთი ახალი ევროპული სტანდარტის სასტუმრო, Mercure Tbilisi შეემატება.

„მაქრო ქონსთრაქშენი“-ს ყველაზე მასშტაბური პროექტი „მწვანე  ბუდაპეშტია“. პროექტი, რომლის ინვესტიცია თითქმის 45 მილიონ დოლარს შეადგენს და ზუსტად ორი წლის შემდეგ თბილის კიდევ ერთი ახალი, ევროსტანდარტის  საცხოვრებელი კომპლექსი დაამშვენებს.

„მაქრო ქონსთრაქშენი“  ფლობს მიწის ტერიტორიებს თბილისში, აეროპორტის ტრასაზე, სადაც იგეგმება მრავალფუნქციური კომერციული ცენტრის აშენება და ბათუმში, სადაც ასევე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი აიგება.

ამ ეტაპისთვის  „მაქრო ქონსთრაქშენში“ დასაქმებულია 400 მდე ადამიანი და ეს რიცხვი ყოველდღიურად იზრდება პროექტების მატებასთან ერთად.

კომპანიის ხედვა და მიზნები

  • ფეხდაფეხ მიყვეს განვითარებული მოსახლეობის ამბიციურ მოთხოვნებს და სურვილებს
  • შესთავაზოს მომხმარებელს მრავალფეროვანი ინოვაციური მომსახურება
  • პასუხისმგებლობით მოეკიდოს თანამშრომლების, კლიენტების და საზოგადოების მოთხოვნებს
  • ინოვატორული და კრეატიული თამანშრომლების შერჩევა, მათი დასაქმება კვალიფიკაციის, ცოდნისა და უნარჩვევების მიხედვით
  • განახორციელოს თანამედროვე, ევროსტანდარტის პროექტები
  • თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მიაღწიოს უმაღლეს ხარისხს

 

მიმდინარე პროექტები

image

IBIS STYLES TBILISI CENTER

The second upcoming joint project of two corporations is Ibis Styles Tbilisi Center, a second hotel which will be managed by AccorHotels Group. 

იხილეთ მეტი