ENG / RUS

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები

იცხოვრეთ ბედნიერად! სხვა დანარჩენზე კომპანია ,,მაქრო ქონსთრაქშენი“ იზრუნებს!

2016-09-06

კომპანია “მაქრო ქონსთრაქშენი” მშენებლობების დასრულების შემდეგაც განაგრძობს ზრუნვას თავის მომხმარებელზე. 2016 წლის აგვისტოდან “მწვანე ბუდაპეშტი” და შპს “პორტიე” მომსახურების მთელ კომპლექსს შესთავაზებენ მობინადრეებს, რათა მათ უფრო კომფორტულად და უსაფრთხოდ იგრძნონ თავი. მათ შორის:

 

  • საცხოვრებელი კომპლექსის, საერთო სარგებლობის ფართისა და ეზოს მოვლა–დასუფთავება
  • 24/4 კომპლექსის დაცვის მომსახურება
  • საცხოვრებელი კომპლექსის გამწვანება, მწვანე საფარის მოვლა
  • ფიტნეს ცენტრის და ბავშვთა მოვლის ცენტრის მომსახურება
  • გადმოსვლის პროცესის ოპერაციების კოორდინირება

ამიერიდან, შპს “პორტიე” ,,მწვანე ბუდაპეშტის’’ მობინადრეთა ერთგული დამხმარეა. ის უზრუნველყოფს მათ ცხოვრებას კომფორტით, სიმშვიდითა და სისუფთავით; დაზოგავს მათ დროს და ენერგიას; გაათავისუფლებს ზედმეტი საზრუნავისგან. კომპლექსში იმუშავებს 30-მდე ადამიანი. მათი ოფისი განთავსდება B ბლოკში.

 

“მწვანე ბუდაპეშტი” არის საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც თქვენი უზრუნველი ცხოვრების გარანტიაა

 

 



უკან