ENG / RUS

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები

„მაქრო ქონსთრაქშენი“ - „თბილისი 2016“-ის პირველი პლატინის სპონსორი გახდა

2016-02-02

ევროპის მძლეოსნობის 2016 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატის - „თბილისი 2016“-ის პირველი პლატინის სპონსორი კომპანია „მაქრო ქონსთრაქშენი“ გახდა.


სპონსორობის ხელშეკრულებას საქართველოს მძლეოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა - ალექსი ახვლედიანმა და კომპანია „მაქრო ქონსთრაქშენ“-ის დირექტორმა - მურათ ავჯიმ მოაწერეს ხელი.


„“თბილისი 2016“ არის მიმდინარე წლის ყველაზე მასშტაბური ღონისძიება, რაც უნდა ჩატარდეს საქართველოში. ეს არის ასევე ისტორიული ღონისძიება იმიტომ, რომ ევროპის მასშტაბით პირველად ტარდება მძლეოსნობის ახალგაზრდული ჩემპიონატი.მსგავსი ურთიერთთანამშორმლობა კიდევ ბევრ წარმატებას მოუტანს როგორც ქართულ სპორტს, ისევე ქართულ ბიზნესს“ - განაცხადა ალექსი ახვლედიანმა.


„ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია 2016 წლის მძლეოსნობის ჩემპიონატის სპონსორობა. ჩვენ ვუსურვებთ თითოეულ მონაწილეს ძალიან დიდ წარმატებას. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ სწორედ ამ ოლიმპიური კომპლექსის გვერდზე ვიწყებთ ახალ პროექტს„ახალ თბილისში“ და ეს იქნება ახალი სტილი, ახალი გარემო, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის“ - განაცხადა კომპანია „მაქრო ქონსთრაქშენის“ დირექტორმა -მურათ ავჯიმ.


2016 წლის ევროპის მძლეოსნობის ახალგაზრდულ ჩემპიონატს თბილისი 14-დან 17 ივლისამდე უმასპინძლებს. საქართველოს 800-მდე სპორტსმენი და 400-მდე ოფიციალური პირი ეწვევა.

 იხილეთ ლინკი: www.interpressnews.ge

 

 

 

 



უკან