ENG / RUS

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები

საერთაშორისო სამშენებლო კომპანია "მაქრო ქონსთრაქშენის" პროექტი "მწვანე ბუდაპეშტი" 1 წლისაა

2015-10-07

2015 წლის 9 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ფანჯიკიძის N 22-ში (ყოფილი ბუდაპეშტის ქუჩა) გაიმართება საერთაშორისო სამშენებლო კომპანია ,,მაქრო ქონსთრაქშენის“ პროექტ „მწვანე ბუდაპეშტის“ 1 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება. მოწვეულ 300 სტუმარს შორის არიან კომპლექსის მომავალი მობინადრეები, სამთავრობო სტრუქტურებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ასევე ღონისძიებას დაესწრებიან კომპანიის კონტრაქტორები და პარტნიორები. საცხოვრებელი კომპლექსი ,,მწვანე ბუდაპეშტი“ საერთაშორისო კომპანია ,,მაქრო ქონსთრაქშენის’’ ყველაზე მასშტაბური, 45 მილიონ დოლარიანი ინვესტიციაა, რომელიც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით ქვეყანაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობით ათეულში შევიდა.

ვრცლად იხილეთ სტატია:www.interpressnews.ge



უკან