ENG / RUS

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები

„მწვანე ბუდაპეშტის“ ოფიციალური საზეიმო გახსნა

2014-09-26

26 სექტემბერს, საერთაშორისო ჰოლდინგმა „მაქრო ქონსთრაქშენმა” ახალი საცხოვრებელი კომპლექსის „მწვანე ბუდაპეშტის“ საპრეზენტაციო, საზეიმო საღამო მოაწყო და სპეციალურად მოწვეული სტუმრების წინაშე პროექტი ოფიციალურად გახსნილად გამოაცხადა.


საპრეზენტაციო საღამო იმავე ტერიტორიაზე გაიმართა, სადაც ახალი საცხოვრებელი კომპლექსის „მწვანე ბუდაპეშტის” მშენებლობა მიმდინარეობს. საღამოს სამთავრობო და ბიზნეს სექტორთან ერთად ესწრებოდნენ „მწვანე ბუდაპეშტში“ ბინის შეძენით დაინტერესებული, საშუალო და მაღალშემოსავლიანი პირები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები.
მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ გაყიდვების ოფისი, სადაც წარმოდგენილი იყო ,,მწვანე ბუდაპეშტის“ მაკეტი, ასევე იხილეს ე.წ. შოურუმი, ანუ ზუსტი ასლი, თუ როგორი ხარისხის ბინებს ჩაიბარებს ქართველი მომხმარებელი.


საერთაშორისო ჰოლდინგი „მაქრო ქონსთრაქშენი“ ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია საქართველოში. იგი აერთიანებს შვილობილ კომპანიებს, სხვადასხვა მიმართულების წარმოებებსა და პროექტებს. „მაქრო ქონსთრაქშენის“ ყველაზე მასშტაბური პროექტი „მწვანე ბუდაპეშტია“- პროექტი, რომლის ინვესტიცია თითქმის 45 მილიონ დოლარს შეადგენს.


პროექტი გურამ ფანჯიკიძის 22-ში, ყოფილი ბუდაპეშის ქუჩაზე მიმდინარეობს. საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც ოთხი ბლოკისა და 315 ბინისაგან შედგება. ევროპული სტანდარტების შესაბამის, ქალაქის ცენრში, პრესტიჟულ უბანში მდებარე საცხოვრებელ კომპლექსს გააჩნია მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურა, უნიკალური სერვის პაკეტი და ყველაზე მოქნილი გადახდის პირობები. პროექტის პრიორიტეტია გამწვანება, რაც დაიცავს თავის მაცხოვრებლებს ქალაქის მტვრისა და ხმაურისაგან. ამ წამოწყებით „მაქრო ქონსთრაქშენი“ ცდილობს დაამსხვრიოს სტერეოტიპი, რომლის მიხედვითაც ბუნებასთან თანაარსებობა მხოლოდ ქალაქგარეთ არის შესაძლებელი. ზუსტად ორი წლის შემდეგ, 2016 წელს, თბილისს კიდევ ერთი ახალი, ევროსტანდარტის საცხოვრებელი კომპლექსი დაამშვენებს.



უკან