ENG / RUS

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები

კომპანია ,,მაქრო ქონსთრაქშენ“-ის მთავარი პრიორიტეტი მშენებლობის მაღალი ხარისხია

2015-05-15

კომპანია ,,მაქრო ქონსთრაქშენ“-ის მთავარი პრიორიტეტი მშენებლობის მაღალი ხარისხია. სამშენებლო კომპლექს ,,მწვანე ბუდაპეშტი“-ს მშენებლობა ხორციელდება უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალის - AKG გაზბეტონის ბლოკისგან TS EN 771-4 სტანდარტების დაცვით. ის აკმაყოფილებს ბაზრის მოთხოვნებს ხანძრისა და მიწისძვრის უსაფრთხოებაზე, მისი მაღალი საიზოლაციო თვისებებით. აღნიშნული მასალა გამოყენებულ იქნა ისეთი შენობების ასაშენებლად, როგორიცაა ტრამპ თაუერი ისტამბული, რიქსოსი ისტამბული, ქროუნ პლაზა, სავაჭრო ცენტრი იკეა და სხვა.

პროდუქცია გამოიყენება როგორც შიდა, ასევე გარე კედლების ასაშენებლად. ,,მწვანე ბუდაპეშტი“-ს მშენებლობაში გამოიყენება 15 სმ-იანი სისქის ბლოკი შიდა ტიხრებისთვის, 20 სმ-იანი ბინებს შორის, ხოლო 30 სმ-იანი გარე ფასადის მოსაპირკეთებლად.

გაზბეტონის უპირატესობები:

  • ფოროვანი სტრუქტურა
  • სიმსუბუქე
  • ხანძარსაწინააღმდეგო თვისებები
  • გეომეტრიული ფორმების სიზუსტე
  • ეკოლოგიური სისუფთავე
  • მრავალფუნქციური გამოყენება

 

ფოროვანი სტრუქტურა

გაზბეტონის ფოროვანი სტრუქტურა უზრუნველყოფს მის უნიკალურ თბოიზოლაციურ თვისებებს, რაც საშუალებას იძლევა მნიშვნელოვნად იქნას შემცირებული ენერგიის ხარჯი ბინის გათბობაზე და კონდიცირებაზე. გაზბეტონს აქვს შესანიშნავი თბოაკუმულირების თვისება, რაც განაპირობებს შენობაში სასიამოვნო მიკროკლიმატის შექმნას და შენარჩუნებას. ასეთ შენობებში ზამთარში თბილა, ხოლო ზაფხულში გრილა.

 

სიმსუბუქე

გაზბეტონის ბლოკები წარმოადგენს მაღალი სიმტკიცის მსუბუქ საშენ მასალას. მისი სიმსუბუქე შენობის საერთო მასის შემცირების საშუალებას იძლევა, რაც შედეგად ზრდის მის სეისმომდგრადობას. ეს არის ყველაზე მსუბუქი მასალა, რომლის სიმკვრივეა 400 დან 800 კგ/მ3-მდე.

 

ხანძარსაწინააღმდეგოთვისებები

DIN4102 - ის ნორმების მიხედვით გაზბეტონი AKG წარმოადგენს პირველი კლასის ცეცხლგამძლე მასალას. მისი ცეცხლგამძლეობის ზღვარი 12000C-ია. ამასთანავე გაზბეტონის ნაკეთობები გამძლე და მდგრადია სხვადასხვა არასასურველი ატმოსფერული ზეგავლენების მიმართ.

 

გეომეტრიულიფორმებისსიზუსტე

გაზბეტონის სამშენებლო მასალას აქვს ზუსტი გეომეტრიული ფორმები, გლუვი ზედაპირი და სწორი კიდეები მათი გამოჭრა შესაძლებელია მილიმეტრის სიზუსტით, ადვილად ექვემდებარება მექანიკურ დამუშავებას. ბლოკების სწორი და გლუვი ფორმა საშუალებას იძლევა, რომ ის გამოყენებულ იქნას მოსაპირკეთებელ მასალადაც.

 

ეკოლოგიურისისუფთავე

გაზბეტონი მზადდება ეკოლოგიურად სუფთა მასალებისგან. არ შეიცავს რადიოაქტიურ და ტოქსიკურ ნივთიერებებს. მისი თბოიზოლაციური თვისებები, განაპირობებენ რა ენერგორესურსების ეკონომიას, ამცირებენ მავნე გაზებით ატმოსფეროს დაბინძურებას. ეს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს გარემოს ეკოლოგიასა და შესაძლებლობას ხდის მობინარესთვის იცხოვროს ეკოლოგიურად სუფთა ბინაში.

 

მრავალფუნქციურიგამოყენება

გაზბეტონის მასალები უნიკალური და შეუცვლელია ხარისხობრივად ახალი არქიტექტურული დეტალების შექმნისას. ის გამოიყენება როგორც მშენებლობისთვის, ასევე დეკორატიული გაფორმებისთვის

 

 



უკან