ENG / RUS

მედია ჩვენ შესახებ

როგორი სახლი სჭირდება ბავშვიან ოჯახს

2015-12-31

ადრე თუ გვიან აუცილებლად დგება დრო, როცა ოჯახმა საცხოვრებელი უნდა შეიცვალოს. სახლის გამოცვლა ცხოვრების თითქმის თავიდან დაწყებას ნიშნავს, მაგრამ ბავშვიანი ოჯახებისთვის ეს ნაბიჯი კიდევ უფრო დიდ დავიდარაბას უკავშირდება. როგორი სახლი სჭირდება ბავშვიან ოჯახს და როგორ უნდა შევარჩიოთ შესაფერისი ვარიანტი?

მდებარეობა


სახლი მხოლოდ კარს მიღმა სივრცე არაა. რაც არ უნდა კომფორტულად და გემოვნებით მოაწყოთ ბინა, თუ სხვა ფაქტორებმაც ხელი არ შეგიწყოთ, ამ სახლში გემრიელად ვერ იცხოვრებთ. ეს ფაქტორები პირველ რიგში სახლის ადგილმდებარეობას უკავშირდება. აუტანელი იქნება ბავშვიანი ოჯახის ცხოვრება იქ, სადაც ახლოს სკოლა და საბავშვო ბაღი არ არის. ყოველ დილით მგზავრობა, თუნდაც საკუთარი მანქანით, არცერთ ბავშვს არ წაადგება. კარგი ადგიმდებარეობისთვის სკოლა და ბაღიც ცოტაა - როცა კარგ სახლს ეძებ, ახლოს მეტროც უნდა გქონდეს, ბანკიც და თქვენ წარმოიდგინეთ, საავადმყოფოც.

სუფთა ჰაერი და სათამაშო მოედანი


ამის ახსნას ყველაზე ნაკლები დრო სჭირდება. წარმოუდგენელია ბავშვის აღზრდა სუფთა ჰაერის, უსაფრთხო სათამაშო მოედნის და მწვანე გარემოს გარეშე. ბავშვის ეზოში გაშვება მშობელს გულდამშვიდებით უნდა შეეძლოს. რაც მთავარია, ბავშვს გამონაბოლქვის სუნთქვა და სიბინძურეში თამაში არ უნდა უწევდეს. ასეთ თამაშს აზრიც არ აქვს.


აივანი


თუ არჩევანს კორპუსზე შეაჩერებთ, აივანი აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ. ეზოში წარამარა ვერც თავად ჩახვალთ და ვერც ბავშვებს ჩაიყვანთ. სუფთა ჰაერზე გასვლის და განტვირთვის საუკეთესო გზად ქალაქში მაინც აივანი რჩება.

შერჩევის პროცესი


როცა ზუსტად იცით, როგორ სახლს ეძებთ, ჩათვალეთ, რომ საქმის ნახევარი გაკეთებულია. მხოლოდ მოძებნა რჩება, მაგრამ არც ეს გახლავთ იოლი საქმე. ბოლო დროს სამშენებლო კომპანიები ცდილობენ მაქსიმალურად კომფორტულნი გახდნენ მყიდველებისთვის. თანდათან იმატებს მომხივბლელი შეთავაზებების რიცხვიც.
მაგალითად, პროექტი ”მწვანე ბუდაპეშტი” ცდილობს მომხმარებელს არამარტო კომფორტული ბინები, არამედ სრულად მოწესრიგებული საცხოვრებელი გარემო შესთავაზოს.

“მწვანე ბუდაპეშტის" პრესტიჟულობას და უპირატესობას განაპირობებს მისი გეოგრაფიული მდებარეობა. საბავშვო ბაღი, სკოლა, მეტროს სადგური, ბანკი, ქალაქის ცენტრალური საავადმყოფო, ეს იმ დაწესებეულებების ჩამონთვალია, რომლებიც მწვანე ბუდაპეშტის მიმდებარე ტერიტორიაზეა განლაგებული. ყველაფერი, რაც სოციალურად აქტიურ ადამიანს ესაჭიროება, იოლად ხელმისაწვდომია.


რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კომპლექსში 3500 კვ. მეტრი რეკრეაციული ზონაა: კომპლექსის მთელი კონცეფცია აგებულია სიმწვანეზე, ეკოლოგიურად სუფთა, ჯანსაღ გარემოზე. კომპლექსის ტერიტორია 11700 მ2-ს მოიცავს, საიდანაც 3500 მ2 მწვანე ზოლს ეთმობა. კომპლექსი უნიკალური იქნება მისი მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურით. აქ იქნება ყველა ის პირობა, რაც საჭიროა იმისთვის, რომ მობინადრეები ჯანსაღი ცხოვრების წესს მიყვნენ. მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურა, გამწვანებული ეზო, საბავშვო მოედანი, სარბენი ბილიკი, კალათბურთის მოედანი, სკეიტბორდის რამპი, ავტოსადგომი, ბავშვთა მოვლის ცენტრი, ფიტნესს ცენტრი - ეს ყველაფერი კომპლექსის ტერიტორიაზე განლაგდება, რაც თანამედროვე, სრულყოფილი ცხოვრებისთვის უმნიშვნელოვანესია.


დეკემბრის ბოლომდე კომპანია მრავალფეროვან პირობებს სთავაზობს მომხმარებელს: მოქმედებს 0%-ანი შიდა 5-წლიანი განვადება ყოველგვარი წინასწარ შენატანის გარეშე, ერთიანი გადახდის შემთხვევაში 15%-იან ფასდაკლებას იღებს მყიდველი ან სურვილის შემთხვევაში საჩუქრად ავტოსადგომი და აივანი გადაეცემა .


ერთი სიტყვით, თუ სახლს საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების გამო ეძებთ და საუკეთესო ვარიანტის არჩევა გაქვთ გადაწყვეტილი, ისევ ჯობია სამშენებლო კომპანიას მიმართოთ და თქვენთვის ხელსაყრელი პირობები შეარჩიოთ. ასე დროსაც დაზოგავთ, ნერვებსაც, სამაგიეროდ თანამედროვე დიზაინის, ახალი შენობაში იცხოვრებთ, თანაც ქალაქის საუკეთესო ნაწილში.

 

წყარო: www.mshoblebi.ge



უკან