ENG / RUS

მედია ჩვენ შესახებ

"მწვანე ბუდაპეშტის" განსაკუთრებული აქცია 31 დეკემბერს სრულდება

2015-12-31

სამშენებლო კომპანია „მაქრო ქონსთრაქშენი“ საცხოვრებელ კომპლექსში „მწვანე ბუდაპეშტი“ ბინის შეძენის მსურველებს 2015 წლის ბოლოს, გადახდის უპრეცედენტო პირობებს სთავაზობს. პირობები ხელმისაწვდომია ყველასთვის, ვისაც ახალ ბინაში გადასვლა და საკუთარი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა სურს.

აქციის ფარგლებში შესაძლებელია გადახდის სხვადასხვა ვადისა და სქემის არჩევა. მთლიანი ღირებულების ერთიანი დაფარვის შემთხვევაში, კლიენტი 15%-იან ფასდაკლებას მიიღებს ან სურვილის შემთხვევაში, უფასოდ გადაეცემა აივანი ან ავტოსადგომი.

არსებობს მეორე ვარიანტიც - ხუთწლიანი შიდა უპროცენტო განვადება, რაც საშუალებას აძლევს მომხმარებელს, შეიძინოს ბინა პირველადი 30%-იანი შენატანით, ხოლო დანარჩენი ღირებულება 5 წლის განმავლობაში ყოველგვარი პროცენტის გარეშე გადაიხადოს.

„მწვანე ბუდაპეშტში“ ბინის შეძენის მსურველებს კომპანია „მაქრო ქონსთრაქშენი“ მესამე ვარიანტსაც სთავაზობს, რომლის ფარგლებშიც მომხმარებელი წინასწარი შენატანისგან თავისუფლდება.
„0%-იანი პირველადი შენატანი ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ სიმართლეა. თქვენ შეგიძლიათ ოცნება რეალობად დღესვე აქციოთ და თანხა მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში წლიური 7%-ის დამატებით შემოიტანოთ“, - აცხადებენ „მაქრო ქონსთრაქშენში“.
„მწვანე ბუდაპეშტის“ 11 700 კვადრატულ მეტრზე გაშენებული საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც ქალაქის ცენტრში, კანდელაკის ქუჩაზე, გამწვანებულ და ჯანსაღ გარემოში მდებარეობს, მობინადრეებს სთავაზობს ევროსტანდარტის 351 ბინას სრული რემონტით: აბაზანის გარნიტურით, სამზარეულოს ავეჯითა და ჩაშენებული ტექნიკით.

მრავალპროფილიანი ინფრასტრუქტურა, გამწვანებული ზონა, კალათბურთის მოედანი, სკეიტბორდის რამპები, სარბენი ბილიკები, ღია და დახურული ავტოსადგომები და მრავალი სხვა საცხოვრებელი კომპლექსის მთავარი უპირატესობაა.

ქალაქის ცენტრში განლაგებული საცხოვრებელი კომპლექსი გარშემორტყმულია 3 500 კვადრატული მეტრი რეკრეაციული ზონით, რომელიც სიმყუდროვისა და ეკოლოგიური სიჯანსაღის გარანტია.

როგორც „მაქრო ქონსთრაქშენში“ აღნიშნავენ, მშენებლობა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და დაგეგმილზე ადრე სრულდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მობინადრეები ბინებში შესახლებას 2016 წლის სექტემბრის ნაცვლად, მაისში შეძლებენ. თუმცა, ღირებულების გადახდის დასრულების შესაძლებლობა 2016 წლის სექტემბრამდე ექნებათ.

გადახდის უპრეცედენტო პირობების კამპანია დეკემბრის ბოლოს სრულდება. ასე რომ, ჯერ კიდევ გაქვთ შესაძლებლობა, გამოიყენოთ რეალური შანსი და დაიწყოთ ახალი ცხოვრება.

 

წყარო:www.interpressnews.ge



უკან