ENG / RUS

მენეჯმენტი

უზრუნველყოფა

გასაღების გადაცემის შემდეგ, მფლობელის ერთადერთი საზრუნავი ბინის ავეჯით მოწყობაა.

კონტრაქტის მიხედვით სახლი სრულად გარემონტებული ბარდება მყიდველს. გათბობის ინდივიდუალური ქვაბით, ფანჯრები ორმაგი მინა-პაკეტით, რკინის კარი, მდფ-ის შიდა კარები, ჩაშენებული სამზარეულო გაზქურით, გამწოვით და ღუმელით. „მაქრო ქოსთრაქშენი“ გაძლევთ არჩევანის თავისუფლებას, შემოგთავაზებთ რამდენიმე ნიმუშს, რომ თქვენი გემოვნებით შეარჩიოთ კედლის ფერი, ლამინატის ფერი, მეტლახი, კაფელი, შიდა კარები, აბაზანის გარნიტურა და აქსესუარები.

გარდა აღნიშნული ჩამონათვალისა, ასევე დაგხვდებათ გარდერობის ჩასაშენებელი ნიშები, რომლებშიც თქვენი სურვილის მიხედვით შესაძლებელია დაგიმზადდეთ „მაქრო ქონსთრაქშენის“ მიერ წარმოებული ,,გლორიას“ ფირმის მაღალი ხარისხის გარდერობები სპეციალური ფასდაკლებით. და თუ გადაწყვეტთ მთელი სახლის მოწყობას ,,გლორიას“ ავეჯით, თქვენ გექნებათ განსაკუთრებული პირობები.

თითოეულ ბლოკში განთავსებულია ორი, ცამეტ პერსონაზე გათვლილი ლიფტი.

კომფორტულ გარემოზე ზრუნვის გარდა, „მაქრო ქონსთრაქშენი” დიდ ყურადღებით ეკიდება მაცხოვრებელთა უსაფრთხოების საკითხს. „მწვანე ბუდაპეშტშტი“ აღჭურვილი იქნება სპეციალური გენერატორით, რომელიც ელექტროენერგიის შეწყვეტის შემთხვევაში, უზრუნველყოფს ლიფტების სრულფასოვნად მუშაობას, ტერიტორიის და სადარბაზოების განათებას.

ასევე გათავალისწინებულია წყალმომარაგების საკითხიც. ყოველ ბლოკში განთავსებული იქნება 80 - 100 ტონიანი წყლის რეზერვუარები, რომლის ნახევარი საკმარისი იქნება 2 დღის მოხმარებისათვის, ხოლო მეორე ნახევარი გათვლილია ფორსმაჟორული სიტუაციისათვის.


საცხოვრებელი ტერიტორიის დაცვა

აღწერა და სპეციფიკა

იგრძენი თავი დაცულად "მწვანე ბუდაპეშტში". ყოველი ჩვენგანისთვის, საცხოვრებელი ბინისა და გარე ტერიტორიის უსაფრთხოება აუცილებელი და მნიშვნელოვანი პირობაა.

"მწვანე ბუდაპეშტი"-ს რიგ პრიორიტეტებს შორის, უსაფრთხოება და დაცვის სისტემები ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, ამიტომაც "მაქრო ქონსთრაქშენი" სრულიად უსასყიდლოდ, 1 წლის განმავლობაში, მოემსახურება "მწვანე ბუდაპეშტის სრულ კომპლექსს. მაცხოვრებლების უსაფრთხოებაზე სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული სამსახური იზრუნებს, რომელიც თანამედროვე და ევროპული სტანდარტის სისტემებით იქნება აუჭურვილი.

ტერიტორიის და სადარბაზოების დასუფთავება

აღწერა და სპეციფიკა

"მწვანე ბუდაპეშტი" არამარტო საცხოვრებელი კომპლექსი, არამედ ცხოვრების ახალი სტილია. სწორედამიტომ "მაქრო ქონსტრაქშენი" იზრუნებს თქვენს გარემოპირობებზე ისე რომ დაზოგავს თქვენს დროსა და ენერგიას.

ერთი წლის განმავლობაში კომპანია უფასოდ მოემსახურება კომპლექსის გარე ტერიტორიის, სადარბაზოებისა და ლიფტების დასუფთავებას.

გამწვანებული ტერიტორიის მოვლა, შენარჩუნება

აღწერა და სპეციფიკა

ეკოლოგიურად სუფთა გარემო ქალაქის ცენტრში. "მწვანე ბუდაპეშტის" კომპლექსში მაქსიმალურად შენარჩუნებული მრავალწლიანი ნარგავები მოვლა პატრონობას საჭიროებს.

"მაქრო ქონსტრაქშენი" პროფესიონალების დახმარებით კიდევ უფრო მეტ სიმწვანეს და ფერს შემატებს კომპლექსის რეკრიაციულ ზონას და ერთი წლის განმავლობაში ლანდშაფტის დიზაინერებისგან დაკომპლექტებულ ჯგუფთან ერთად მათ მოვლა შენარჩუნებაზე იზრუნებს.

ფიტნეს ცენტრი

აღწერა და სპეციფიკა

დაზოგეთ დრო და იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე. იცხოვრეთ "მწვანე ბუდაპეშტში" და "მაქრო ქონსთრაქშენი" შეგიქმნით ყველა პირობას იმისათვის, რომ ცხოვრების ჯანსაღი სტილი ყოველდღიურობად აქციოთ. კომპლექსში განთავსებული თანამედროვე სტანდარტების ფიტნეს ცენტრი და მისი მაღალკვალიფიციური ტრენერები მთელი წლის განმავლობაში მოგემსახურებიან და დაგეხმარებიან ფორმისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.