ENG / RUS

ინფრასტრუქტურა

უზრუნველყოფა

თბილისელი მშობლებისთვის სათამაშო და გასართობი მოედნების თემა ძალიან აქტუალურია. ამიტომაც „მწვანე ბუდაპეშტის“ კომპლექსის დაგეგმარებისას ეს ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი გახდა.

გამწვანებული ეზო

მასშტაბი

ლანდშაფტის დიზაინერების მიერ შექმნილი გამწვანება, ქმნის მშვიდ და ბუნებრივ გარემოს, რომელიც აუცილებლად დადებითად იმოქმედებს თქვენს ყოველდღიურ განწყობაზე.  სუფთა ჰაერი, მწვანე გაზონები, შადრევანი, სპორტული მოედნები. აქ ყველაფერია იმისათვის, რომ თავი კომფორტულად და მშვიდად იგრძნოთ.

ბავშვთა სათამაშო მოედნები

მასშტაბი

თბილისელი მშობლებისთვის  სათამაშო და გასართობი მოედნების თემა ძალიან აქტუალურია. ამიტომაც „მწვანე ბუდაპეშტის“ კომპლექსის დაგეგმარებისას  ეს ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი  გახდა.  „მაქრო ქონსთრაქშენს“ გააზრებული აქვს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ოჯახისათვის პატარა შვილთან ერთად გატარებული დრო, პერიოდი, რომელიც ძალიან სწრაფად გადის და რომელსაც ყველაზე ხშირად ვიხსენებთ. სწორედ ამიტომ „მწვანე ბუდაპეშტში„ შექმნილია სამი სათამაშო მოედანი,  სადაც შესაძლებლობა გექნებათ თქვენ შვილებთან ერთად დაუვიწყარი დრო გაატაროთ კომფორტულ გარემოში

კალთბურთის მოედანი და სარბენი ბილიკი

მასშტაბი

კალათბური ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტია მთელს მსფოლიოში. სპორტის ამ სახეობით ადრეული ასაკიდან  გატაცება ხელს უწყობს მოზარდის სიმაღლეში ზრდას და ფიზიკურ განვითარებას. სწორად ამიტომ, „მაქრო ქონსთრაქშენი“ გთავაზობთ კალათბურთის მაღალ ხარისხიან მოედანს „მწვანე ბუდაპეშტში“, სადაც არა მარტო თქვენი შვილები, არამედ თქვენც სასიამოვნოდ ივარჯიშებთ და გაერთობით. კალათბურითის მოედნის გარდა „მაქრო ქონსთრაქშენმა“ საჭიროდ ჩათვალა სარბენი ბილიკის შექმნა, რომელიც მთლიანად კომპლექსის გარშემოა განთავსებული და ქმნის იდეალურ გარემოს მათთვის, ვისაც ცხოვრების ჯანსაღი სტილი აქვს არჩეული.

ფიტნეს კლუბი

მასშტაბი

კომპლექსის D ბლოკში განთავსებულია ევროპული სტანდარტების ფიტნეს ცენტრი, სადაც თქვენ გექნებათ სრული კომფორტი, თქვენი ფიზიკური კონდიციის გასაუმჯობესებლად. ამაში ,,მწვანე ბუდაპეშტის“ ფიტნესის პროფესიონალი კონსტრუქტორები დაგეხმარებიან.

ბავშთა მოვლის ცენტრი

მასშტაბი

თანამდროვე ცხოვრებაში რთულია ერთნაირი ყურადღება დაუთმო ოჯახს და სამსახურს.  ხშირად ჩვენ ვსაჭიროებთ დახმარებას. სწორად ამიტომ „მწვანე ბუდაპეშტში“ იარსებებს ბავშვთა მოვლის ცენტრი, სადაც შეგეძლებათ დატოვოთ თქვენი შვილი და მშვიდად მიხედოთ საქმეებს. „მაქრო ქონსთრაქშენს“ გააზრებული აქვს ამ სერვისის მნიშვნელობა და  თავის თავზე იღებს დიდ პასუხისმგებლობას. შესაბამისად ყველა ინფრასტუქტურეული თუ მომსახურეობრივი სტანდარტი რასაც  ბავშვთა მოვლა ითხოვს, „მწვანე ბუდაპეშტში“ უზრუნველყოფილი იქნება.

ავტოსადგომი

მასშტაბი

თანდათან უფრო და უფრო რთულდება თბილისში პარკირების საკითხი, რაც გარკვეულ დისკომფორტს უქმნის ავტომობილების მფლობელებს. რამდენიმე წელიწადში მანქანის გასაჩერებელი საკუთარი ადგილი ღირებული ქონება იქნება. „მწვანე ბუდაპეშტის“ ყოველი ბლოკი უზრუნველყოფილია მიწისქვეშა ავტოსადგომებით  -1 და -2 სართულებზე.  „მაქრო ქონსთრაქშენი“ გაძლევთ საშუალებას დამატებითი საფასურის გადახდის შემთხვევაში შეიძინოთ პარკიკერბის ადგილი რაც  კომფორტის გარდა,  რეალურად მომავლის ინვესტიციას წარმოადგენს.