ENG / RUS

FAQ

აირჩიეთ კატეგორია
  • გაყიდვები
  • შიდა განვადება
  • გაყიდვების ოფისი
  • ტრანსპორტი
  • დიზაინი-პროექტი
  • სამშენებლო ტექნიკა
  • კლიენტის მომსახურება
  • მენეჯმენტი

გაყიდვები

  1. როგორ შეიძლება მივიღოთ ინფორმაცია ფასების შესახებ ?

    • ინფორმაცია ფასების შესახებ იხილეთ ვებ გვერდზე: www.greenbudapest.ge
    • „მწვანე ბუდაპეშტის“ გაყიდვების მენეჯერი მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას ნომერზე: (+99532 ) 200-10-10
    • ესტუმრეთ „მწვანე ბუდაპეშტის“ გაყიდვების ოფისს. იხილეთ დეტალური პრეზენტაცია და მიიღეთ ნებისმიერი სახის ინფორმაცია პროექტის შესახებ.

  2. არის თუ არა ფასდაკლება ბინის სრული ღირებულების ერთიანად დაფარვის ან რამდენიმე ბინის ერთად შეძენის შემთხვევაში?

    ერთიანი გადახდის შემთხვევაში შპს "მაქრო ქონსტრაქშენი" გთავაზობს 15% ფასდაკლებას.

  3. ბინის შეძენის შემთხვევაში რამდენ ხანში უნდა მოხდეს თანხის გადახდა?

    ერთიანი გადახდის შემთხვევაში, პირველადი შენატანი ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ხელმოწერიდან, ერთ სამუშაო დღეში უნდა განხორციელდეს.
    ბანკის იპოთეკური სესხით სარგებლობის შემთხვევაში, კლიენტი ყიდვა -გაყიდვის ხელშეკრულების ხელმოწერიდან 1 სამუშაო დღის განმავლობაში ფარავს ბინის სრულ ღირებულებას.

  4. რა მდგომარეობაში ბარდება ბინა "მწვანე ბუდაპეშტში” და რა შედის ფასში?

    დეტალური ჩამონათვალი მათთვის, ვინც აპირებს ,,მწვანე ბუდაპეშტში“ ბინის შეძენას:
    • მარმარილოს ფილებით მოპირკეთებული სადარბაზოები შელესილი და შეღებილი კედლებით;
    • ბინის შესასვლელი - მასიური რკინის კარი;
    • ყავისფერი მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯარა ორმაგი მინა-პაკეტით;
    • ლამინირებული იატაკი;
    • გალესილი და შეღებილი კედლები;
    • ინდივიდუალური გათბობის ქვაბი და პანელური რადიატორები;
    • კერამიკული მეტლახის ფილებით მოპირკეთებული ჰოლის, სამზარეულოს, აივნისა და სააბაზანოს იატაკი;
    • კაფელის ფილებით მოპირკეთებული აბაზანა;
    • ელექტროობა - თითო ოთახში სამი წერტილი. დამატებითი წერტილები საერთო ოთახში და აივანზე;
    • ტელეფონის ხაზი;
    • ინტერკომის სისტემა;
    • ინტერნეტისთვის და სატელევიზიო კაბელისთვის განკუთვნილი ღიობები და შესაერთებლები საერთო ოთახში;
    • გაზის, წყლისა და დენის მრიცხველები;
    • სამზარეულოს სრული გარნიტურა ჩაშენებული ტექნიკით;
    • აბაზანა სრული გარნიტურითა და აქსესუარებით;
    • გენერატორები და წყლის 80 ტონიანი ავზები ინდივიდუალურად ყველა ბლოკისთვის.

     

  5. რა საბუთები ერთვის კონტრაქტს? რა დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს თვითონ მომხარებელმა და რა პერიოდში უნდა მოხდეს ამ საბუთების მოწოდება?

    ა) ერთიანი გადახდის შემთხვევაში: საკმარისია მხოლოდ პირადობის მოწმობის წარდგენა, ბინის შეძენასთნ დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებიდან 3 მომდევნო დღის განმავლობაში.

    ბ)  ბანკის კრედიტით სარგებლობის შემთხვევაში: იპოთეკური სესხით  სარგებლობის შემთხვევაში,  კრედიტის გამცემ ორგანოს ორი სამუშაო დღის განმავლობაში უნდა უნდა მიეწოდოს მოთხოვნილი დოკუმენტაცია:

    • თუ კლიენტი მუშაობს და აქვს ხელფასი  

    თუ კლიენტი სახელფასო შემოსავალზე დაყრდნობით აკეთებს განაცხადს სესხზე, უნდა წარადგინოს: 1) მინიმუმ 6 თვის სახელფასო ამონაწერი ბანკიდან. 2) ხელფასის ხელზე აღების შემთხვევაში წარმოსადგენია ამონაწერი ვებ-გვერდიდან WWW.RS.GE (საგადასახადოს ვებ-გვერდი, სადაც კომპანიის ფინანსური განყოფილების მიერ ფიქსირდება მუშაკის ხელზე გაცემული ხელფასი).

    • თუ კლიენტი ინდმეწარმეა ან აქვს პირადი ბიზნესი

    თუ კლიენტი ინდმეწარმეა ან აქვს პირადი ბიზნესი და თავად აწარმოებს ბუღალტერიას, საჭიროა ყველა სახის დოკუმენტაციის (ჩანაწერების რვეული) ან ოფიციალურად საგადასახადოში გატარებული დეკლარაციების წარდგენა.

    • თუ კლიენტი კომპანიის პარტნიორია

    თუ კლიენტი ავსებს განაცხადს, როგორც კომპანიის პარტნიორი რომელიც იღებს ხელფასს მან უნდა წარადგინოს 6 თვის  სახელფასო ამონაწერი ბანკიდან.

    თუ კომპანიიდან იღებს მხოლოდ დივიდენდს, საჭიროა ოფიციალური დეკლარაციები და გაცემული თანხების შესახებ ინფორმაცია  ვებ-გვერდიდან - www.rs.ge .

    • თუ კლიენტის შემოსავალი იჯარით გაცემული უძრავი ქონებაა

    ამ შემთხვევაში კლიენტმა უნდა წარადგინოს ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან, სადაც ერიცხება საიჯარო შემოსავალი და იჯარის ხელშეკრულება. თუ იჯარის თანხა არ ერიცხება ბანკში, მაშინ მხოლოდ ხელშეკრულება.

  6. შემიძლია თუ არა ერთიანი გადახდის პირობის შეცვლა განვადებით, ან პირიქით?

    ბინის საფასურის გადახდა ხორციელდება მხოლოდ ბანკის საშუალებით. ერთიანი გადახდის განვადებით შეცვლა შეუძლებელია, ხოლო განვადების ერთიანად დაფარვა კი მისაღებია.

  7. გადავწყვიტე (ვფიქრობ) შევიძინო ბინა „მწვანე ბუდაპეშტში“. რა საბუთები უნდა წარვადგინო გაყიდვების ოფისში?

    „მწვანე ბუდაპეშტში“ ბინის შესაძენად მხოლოდ პირადობის დამდასტურებელი მოწმობის წარდგენაა საჭირო.

  8. ერთდროულად რამდენიმე პირს თუ შეუძლია ბინის შეძენა?

    საქართველოს კანონმდებლობით შესაძლებელია უძრავ ქონებას ფლობდეს პარტნიორების ჯგუფი. ამ შემთხვევაში, კანონის მიხედვით, აუცილებელია პარტნიორთა წილის მითითება.

  9. შეიძლება თუ არა ბინის შეძენა მინდობილობით?

    საქართველოს კანონმდებლობით, ნებისმიერ ქვეყანაში მცხოვრები პირისთვის, დაშვებულია უძრავი ქონების შეძენა მინდობილობით.

  10. შემიძლია თუ არა ვუყიდო შვილს ბინა მეურვეობით?

    საქართველოს კანონმდებლობით მოქალაქეებს შეუძლიათ შეიძინონ უძრავი ქონება მეურვეობით. ასეთ შემთხვევაში საჭიროა წარადგინოთ მხოლოდ ცნობა მეურვეების შესახებ შესაბამისი სტუქტურიდან.

  11. აქვს თუ არა კომპანიას- იურიდიულ პირს უფლება შეიძინოს "მწვანე ბუდაპეშტში" უძრავი ქონება?

    საქართველოს კანონმდებლობით როგორც ქართულ, ისე უცხოურ კომპანიას აქვს უფლება გახდეს უძრავ ქონების მფლობელი საქართველოს ტერიტორიაზე.

  12. ვარ უცხო ქვეყნის მოქალაქე, შემიძლია თუ არა ბინის შეძენა „მწვანე ბუდაპეშტში?“

    საქართველოს კანონმდებლობით უცხო ქვეყნის მოქალაქეს უფლება აქვს გახდეს უძრავი ქონების მფლობელი საქართველოს ტერიტორიაზე.

  13. ვმუშაობ და ვცხოვრობ საზღვარგარეთ, შემიძლია თუ არა ბინის შეძენა „მწვანე ბუდაპეშტში?“

    საქართველოს კანონმდებლობით ქვეყნის გარეთ მცხოვრები პირებისთვის უძრავი ქონების შეძენაზე შეზღუდვები არ არსებობს.

  14. არის თუ არა შესაძლებელი „მწვანე ბუდაპეშტის“ პროექტის "SHOWROOM"ის დათვალიერება?

    ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია იხილოს სანიმუშო ბინა ე.წ. შოურუმი „მწვანე ბუდაპეშტის“ ტერიტორიაზე. ასევე ჩვენს ვებ გვერდზე: www.greenbudapest.ge შეგიძლიათ იხილოთ სანიმუშო ბინის ფოტოები. წინასწარი შეთანხმების შემთხვევაში, კომპანიის წარმომადგენელი სრულ პრეზენტაციას მოგაწვდით პროექტის შესახებ.

  15. როგორ შემიძლია მივიღო ინფორმაცია "მწვანე ბუდაპეშტში" გაყიდვების შესახებ?

    ესტუმრეთ „მწვანე ბუდაპეშტის“ოფისს და ჩვენი გაყიდვების მენეჯერი მოგაწვდით სრულ ინფორმაციას პროექტის შესახებ და ეცდება თვენს მოთხოვნებზე  მაქსიმალურად მორგებული სახლი შეგარჩევინოთ.

შიდა განვადება

  1. რამდენად სტაბილურია „მწვანე ბუდაპეშტის“ პროექტში ბინის შეძენისათვის აღებული სესხის საპროცენტო განაკვეთი?იმოქმდებს თუ არა მასზე საბაზრო ცვლილებები-ინფლაცია?

    დეტალურ ინფორმაციას საკრედიტო საკითხებზე კრედიტ ოფიცერი მოგაწვდით

  2. შემიძლია თუ არა ბინის ყიდვისას განვადება სხვა საკრედიტო დაწესებულებაში გავაკეთო ?

    მომხმარებელი თავისუფალია საკრედიტო ორგანიზაციის შერჩევისას. იმ შემთხვევაში, თუ ირჩევს ბანკს, რომელიც არ შედის კომპანიის მიერ შეთავაზებული ბანკების სიაში, სესხის დაზღვევისთვის უნდა გამოიყენოს არა „მწვანე ბუდაპეშტში“ შეძენილი, არამედ სხვა უძრავი ქონება.

  3. ხდება მაშინ თუკი გრაფილით გათვალისწინებული თანხის დროულად დაფარვა არ ხორციელდება?

    დეტალურ ინფორმაციას საკრედიტო საკითხებზე კრედიტ ოფიცერი მოგაწვდით.

  4. რა პირობებს სთავაზობთ მომხმარებელს, რომელსაც სურვილი აქვს ბანკის კრედიტის სრულად ან ნაწილობრივ წინსწრებით დაფარვის?

    დეტალურ ინფორმაციას კრედიტის შესახებ ბანკის კრედიტ ოფიცერი მოგაწვდით.

  5. შემიძლია თუ არა ბინის შეძენა შიდა განვადებით?

    მომხმარებელს, რომელსაც სურს შეიძინოს ბინა "მწვანე ბუდაპეშტში" შესაძლებლობა ეძლევა ისარგებლოს კომპანიის უპროცენტო შიდა განვადებით და ბანკის იპოთეკური სესხით, რომლის დროსაც კლიეტს შეუძლია იპოთეკით დატვირთოს როგორც "მწვანე ბუდაპეშტში" შეძენილი ქონება ასევე სხვა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.

გაყიდვების ოფისი

  1. გარდა „მწვანე ბუდაპეშტის“ ოფისისა, კიდევ სად შემიძლია მივიღო ინფორმაცია გაყიდვებუს შესახებ?

    ინფორმაცია გაყიდვების შესახებ ხელმისაწვდომია მხოლოდ „მწვანე ბუდაპეშტის“ გაყიდვების ოფისში.

  2. როგორია „მწვანე ბუდაპეშტის“ გაყიდვების ოფისის სამუშაო განრიგი?

    მწვანე ბუდაპეშტის ოფისი მუშაობს ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით 10:00-დან  19:00-მდე.

  3. რა ნომერია „მწვანე ბუდაპეშტის“ გაყიდვების ოფისის ტელეფონი?

    „მწვანე ბუდაპეშტის“ გაყიდვების სამსახურს დაუკავშირდებით შემდეგ ნომერზე: (+99532) 200-10-10

ტრანსპორტი

  1. თუ შეიძლება, მომაწოდეთ ინფორმაცია რა მანძილიზეა „მწვანე ბუდაპეშტის“ კომპლექსიდან უახლოესი სამედიცინო დაწესებულებები, მაღაზიები და სკოლები?

    „მწვანე ბუდაპეშტის“ საცხოვრებელი კომპლექსის მიმდებარედ განთავსებულია:

    • რესპუბლიკური საავადმყოფო - 300 მეტრში
    • კერძო კლინიკა “Mediclub” - 40 მეტრში
    • N 164 საჯარო სკოლა - 350 მეტრის ფარგლებში
    • ჰიპერმარკეტი “Goodwill” - ხუთი წუთის გზა მანქანით
  2. რა მანძილია „მწვანე ბუდაპეშტის“ კომპლექსიდან უახლოეს მეტროსადგურამდე?

    მეტრო „სამედიცინო უნივერსიტეტი“ მწვანე ბუდაპეშტის ოფისიდან 300 მეტრში მდებარეობს.

  3. როგორ უნდა მივიდეთ „მწვანე ბუდაპეშტის“ გაყიდვების ოფისში?

    მწვანე ბუდაპეშტის გაყიდვების ოფისი მდებარეობს გ. ფანჯიკიძის ქ. 22-ში (ყოფილი ბუდაპეშტის ქუჩა). მეტრო „სამედიცინო უნივერსიტეტი" ოფისიდან 300 მეტრში მდებარეობს. ასევე ოფისთან მიგიყვანთ: N160 სამარშრუტო ტაქსი ვაზისუბნიდან, N 177 „დელისის“ მეტროდან, N208-რკინიგზის სადგურიდან და N28 -ასევე სადგურიდან.

დიზაინი-პროექტი

  1. რამდენი შესასვლელი ექნება „მწვანე ბუდაპეშტის“ კომპლექსს?

    საცხოვრებელ კომპლექსს ექნება ორი ძირითადი სამანქანე შესასვლელი მარჯვენა და მარცხენა მხრიდან. თითოეულ ბლოკს ინდივიდუალური შესასვლელი ექნება.

  2. რა მანძილია ბლოკებს შორის?
    • A, B და C ბლოკები ერთმანეთის გვერდით მდებარეობს
    • A დან D მდე 42 მეტრია;
    • B დან D მდე 63 მეტრი;
    • C დან D მდე 67 მეტრი.
  3. ვინ იზრუნებს ლანდშაფტის მოწყობაზე „მწვანე ბუდაპეშტის“ პროექტში?

    ლანდშაფტს მოწყობაზე თავად შპს „მაქრო ქონსთრაქშენი“ მოაწყობს.

  4. დაახლოებით რამდენ მეტრს აღწევს "მწვანე ბუდაპეშტის" ტერიტორიაზე არსებული მრავალწლიანი ხეები?

    ხეების სიმაღლე 2 დან 30 მეტრამდე მერყეობს.

  5. იქნება თუ არა დაცვა „მწვანე ბუდაპეშტში“

    მშენებლობის დასრულების შემდეგ, ერთი წლის განმავლობაში „მაქრო ქონსთრაქშენი“ უსასყიდლოდ უზრუნველყოფს კომპლექსის დაცვას. ერთი წლის შემდეგ კი მაცხოვრებლები თავად მიიღებენ დაცვის სამსახურთან დაკავშირებულ ყველა გადაწყვეტილებას.

  6. არის თუ არა გათვალისწინებული კომერციული ფართები? როდის და ვის მიერ მოხდება ამ ფართების ფუნქციონალური განსაზღვრა?

    „მწვანე ბუდაპეშტის“ პროექტში გათვალისწინებულია კომერციული ფართები, რომელთა განსაზღვრა მოხდება მშენებლობის დასრულების შემდეგ, დეველოპერის - „მაქრო ქონსთრაქშენის“ მიერ.

  7. რა ტიპის და რამდენ ოთახიანი ბინებია გათვალისწინებული „მწვანე ბუდაპეშტში?“

    „მწვანე ბუდაპეშტის“ პროექტი მოიცავს 1, 2, 3, 4, 5 და 6 ოთახიან ბინებს. ზოგ მათგანს აქვს აივანი, ზოგს ტერასა, ზოგს ტერასა და აივანი ერთად.

  8. როდის დასრულდება „მწვანე ბუდაპეშტის“ მშენებლობა?

    „მწვანე ბუდაპეშტის“ მშენებლობა დასრულდება და ჩაბარდება 2016 წლის მაისის თვეში.

  9. სულ რამდენი ბინაა „მწვანე ბუდაპეშტის“ პროექტში ?

    „მწვანე ბუდაპეშტის“ პროექტში 351 ბინაა.

  10. რამდენი სართულია „მწვანე ბუდაპეშტის“ თითოეულ ბლოკში და რამდენი ბინაა თითო სართულზე?
    • A ბლოკი: 17 სართული - 56 ბინა
    • B ბლოკი: 22 სართული - 99 ბინა;
    • C ბლოკი: 23 სართული - 118 ბინა;
    • D ბლოკი: 15 სართული - 78 ბინა.
  11. რა ფართის ბინებია „მწვანე ბუდაპეშტის“ პროექტში?

    „მწვანე ბუდაპეშტის“ პროექტის ბინების ფართები მერყეობს 42კვ.მ-დან 417 კვ.მ-მდე.

  12. რამდენი ლიფტი იქნება „მწვანე ბუდაპეშტის“ თითო ბლოკში?

    ყოველ ბლოკს მოემსახურებაორი, თითო 13 პერსონაზე გათვლილი ლიფტი

  13. არის თუ არა ხანძარსაწინააღმდეგო განგაშის ღილაკი ,,მწვანე ბუდაპეშტის“ ტერიტორიაზე?

    თითოეულ ბინაში გათვალსწინებულია ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის მონტაჟი, საავარიო გასასვლელები შესაბამისი განათებით და საავარიო განათების უზრუნველმყოფი სისტემა შენობის კიბეებზე და ბლოკის ყველა სართულზე.

  14. იქნება თუ არა გენერატორი „მწვანე ბუდაპეშტის“ შენობა-ნაგებობებში?

    შენობა-ნაგებობის ყოველი ბლოკი აღჭურვილი იქნება გენერატორებით, რომლებიც ელექტროენერგიის შეწყვეტისას ავტომატურად უზრუნველყოფენ დენის მოწოდებას, ლიფტების სრულფასოვნად მუშაობას, ტერიტორიის, სადარბაზოებისა და ავტოსადგომების განათებას, წყლისა და ხანძარსაწინააღმდეგო ჰიდროფორების მექანიზმის ამუშავებას.

  15. არის თუ არა ინტერნეტი „მწვანე ბუდაპეშტის“ ტერიტორიაზე?

    ყველა ბინაში დაგხვდებათ ინტერნეტ კაბელის ღიობი და შესაერთებელი, რომელიც ჩვენს მომხმარებელს ინტერნეტის შეყვანის საშუალებას მისცემს.

  16. შესაძლებელია თუ არა „მწვანე ბუდაპეშტის“ ბინებში სატელიტური მაუწყებლობის დაყენება?

    სატელიტური მაუწყებლობის გასამართად ყოველი ბინის სასტუმრო და საძინებელ ოთახებში გაკეთებული იქნება კაბელების შესაყვანი ღიობები. მობინადრეს დეკოდერის და რესივერის შეძენის შემთხევევაში, შესაძლებლობა ექნება თავად აირჩიოს მაუწყებელი.

  17. გათვალისწინებული თუ არა "მწვანე ბუდაპეშტის" კომპლექსში ხმისა და თერმოსაიზოლაციო მასალების გამოყენება?

    "მწვანე ბუდაპეშტის" კომპლექსში კედლების, სახურავისა და სართულშუა გადახურვაში გამოყენებული იქნება თბოსაიზოლაციო მასალები და ხმის საიზოლაციო მემბრანა.

  18. „მწვანე ბუდაპეშტის“ ბინის შეძენისას ვიხდი თუ არა დამატებით საფასურს დენის, გაზის და წყლის მრიცხველებში?

    ბინებში გამრიცხველიანებას, დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე, ახორციელებს შ.პ.ს. ,,მაქრო ქონსთრაქშენი“.

  19. როგორი იქნება გათბობისა და ცხელი წყლით მომარაგების სისტემა „მწვანე ბუდაპეშტში?“

    ყოველ ბინაში ინდივიდუალურად დამონტაჟდება გათბობის ქვაბი, ოთახებში პანელური რადიატორები, რომლებიც განისაზღვრება ოთახების ზომის მიხედვით და აბაზანებში საშრობები.

  20. რა სახის ინფრასტრუქტურას გვთავაზობს „მწვანე ბუდაპეშტის“ პროექტი?

    „მწვანე ბუდაპეშტის“ პროექტი უნიკალურია არა მხოლოდ ადგილმდებარეობით და გამწვანებით, არამედ ისეთი საზოგადოებრივი აქტივობებით როგორიცაა: ფიტნეს და ბავშვთა მოვლის ცენტრები, სამი საბავშვო სათამაშო მოედანი, სქეიტპარკი, კალათბურთის მოედანი და სარბენი ბილიკი ტერიტორიის გარშემო.

  21. არის თუ არა საკმარისი განათება „მწვანე ბუდაპეშტის“ პროექტის მიწისქვეშა პარკინგის ტერიტორიაზე?

    „მწვანე ბუდაპეშტის“ მიწისქვეშა პარკინგის ტერიტორია საკმარისი განათებით აღიჭურვება. ელექტრო ენერგიის გათიშვის შემთხვევაში იმუშავებს გენერატორი.

  22. არის თუ არა შენობა-ნაგებობების მიწისქვეშა სართულებზე გათვალისწინებული ავტოსადგომები?

    „მწვანე ბუდაპეშტის“ პროექტი ითვალისწინებს ღია პარკინგის სივრცეს სტუმრებისთვის, ასევე მიწისქვეშა ორ დონიან ავტოსადგომს -1 და -2 სართულებზე. სულ გათვალილსწინებულია 178 მიწისქვეშა პარკინგის ადგილი.

  23. რამდენი მეტრი იქნება გარემონტებული ბინის ჭერის სიმაღლე?

    გარემონტებული ბინის ჭერის სიმაღლე 3.05 მეტრია.

  24. 5.2 რამდენ კვადრატულ მეტრზე იქნება გაშენებული „მწვანე ბუდაპეშტის“ კომპლექსი, რა ფართი უჭირავს შენობა-ნაგებობეს და რეკრიაციულ ზონას?

    კომპლექსი გაშენებული იქნება 11,700 მ2-ზე, აქედან 32,500 მ2 შენობა-ნაგებობები იქნება განთავსებული, 3,500 მ2 რეკრიაციულ-გამწვანებულ ზონად დარჩება.

  25. ვინ არის „მწვანე ბუდაპეშტის“ კომპლექსის მიწის მფლობელი?

    მშენებლობის დასრულებამდე მიწა ეკუთვნის დეველოპერს - შპს "მაქრო ქონსთრაქშენს". ობიექტის ექსპლუატაციაში გადაეცემისთანავე ბინები დარეგისტრირდება მფლობელების სახელზე და ისინი გახდებიან იმ მიწის თანა მფლობელები შესაბამის ი კოეფიციენტით, რომელზეც შენდება პროექტი.

სამშენებლო ტექნიკა

  1. რა ტიპის ბეტონით იქნება ფუნდამენტი აგებული?

    ფუნდამენტის ასაგებად გამოყენებული იქნება მაღალი სიმტკიცის B 30 კატეგორიის ბეტონი

  2. როგორი იქნება ზამთრის თვეებში მიწისქვეშა გამდინარე წყლის ზემოქმედება?

    სტატიკური წყლის დონე 80-120 მეტრ სიღრმეზეა, ხოლო ზედაპირული წყლების ამოტუმბვა მოხდება წყლის სადრენაჟე სისტემით.

  3. როგორ ხდება საძირკვლის დაცვა კოროზიისგან?

    „მწვანე ბუდაპეშტის“ პროექტს მიწისქვეშა წყლის პრობლემა არ აქვს, ყველა საძირკველი დაცული იქნება საიზოლაციო სისტემით წყლის ზემოქმედებისგან

  4. რამდენად მყარია საძირკველი

    ყველა ბლოკი მასიურ „ბალიშზე“ იგება. საძირკვლის ძირში ჯერ გრანულოვანი მასალა ისხმება, რომელიც ანიჭებს სიმკვრივეს, შემდეგ ამ ფენას ესხმება ბეტონი და იქმნება კიდევ ერთი მყარი ფენა. მას შემდეგ, რაც საძირკვლის წყალსაწინააღმდეგო იზოლაციასთან დაკავშირებული სამუშაოები დასრულდება, მასში გამაძლიერებელი დამჭერი არმატურები თავსდება. ფოლადის ამ კონსტრუქციაზე სქელი ბეტონის ფენის დასხმით საძირკველი კიდევ უფრო მყარდება.

  5. როგორი კონსტრუქციით იგება ,,მწვანე ბუდაპეშტის შენობა-ნაგებობები?

    გამოყენებულია მონოლითური რკინა-ბეტონის კარკასული კონსტრუქცია.

  6. თუ შეიძლება მომაწოდეთ ინფორმაცია სამშენებლო ტექნიკის შესახებ?

    ინფორმახია სამშენებლო ტექნიკის შესახებ შეგილიათ იხილოთ ჩმონათვალში  ვებ-გვერდზე www.greenbudapest.ge

  7. დაცულია თუ არა შენობა მიწისძვრისგან?

    „მწვანე ბუდაპეშტში“ რეგულაციებით მოთხოვნილი ყველა პირობა დაცულია. მთელ ტერიტორიაზე ჩატარებულია გეოფიზიკური კვლევები (შენობის მდგრადობის და სეისმური რეაქციის გაზომვა).

კლიენტის მომსახურება

  1. შემიძლია მშენებლობის პროცესში ვნახო ჩემს მიერ შერჩეული ბინა?

    მათ, ვისაც სურს მშენებლობის პროცესის ხილვა, „მაქრო ქონსთრაქშენი“ გაძლევთ საშუალებას 24 საათის განმავლობაში, თვალი ადევნოთ მშენებლობის პროცესს ონლაინ რეჟიმში ჩვენს ვებ-გვერდზე www.greenbudapest.ge

  2. შეგვიძლია ჩვენი ბინის ბიზნესისთვის გამოყენება?

    თუკი ბინის მფლობელები გადაწყვეტენ ბინის ბიზნეს მიზნებისთვის გამოყენებას ან მის გაქირავებას რომელიმე იურიდიულ პირზე, მათ აუცილებლად უნდა უზრუნველყონ კორპუსის ბინადართა სიმშვიდე.

  3. შეგვიძლია თუ არა ჩვენი ბინების ექსტერიერის შეცვლა ?

    პროექტის ბინების ექსტერიერის შეცვლა არ არის ნებადართული. საავტორო უფლებები გაწერილია კონტრაქტში, რომლის მიხედვითაც მყიდველი იღებს ვალდებულებას არ შეეხოს გარე ფასადს.

  4. ფასიანი იქნება თუ არა „მწვანე ბუდაპეშტის“ სოციალური აქტივობები?

    ვიდრე დეველოპერი „მაქრო ქონსთრაქშენი“ განახორციელებს მენეჯმენტს, „მწვანე ბუდაპეშტის“ საცხოვრებელი კომპლექსის სოციალური აქტივობები ერთი წლის განმავლობაში უფასო იქნება მაცხოვრებელებისთვის. მას შემდეგ, მმართველობა მაცხოვრებლებს გადაეცემათ, ფასი და გადახდის პირობები განისაზღვრება წარმომადგენლის (მენეჯერის) მიერ.

  5. ბინების ჩაბარებიდან რამდენი წელი მოემსახურება შპს „მაქრო ქონსთრაქშენი“ „მწვანე ბუდაპეშტის“ მაცხოვრებლებს და როგორია საგარნტიო ვადა?

    „მაქრო ქონსთრაქშენი“ თქვენთვის მოწოდებულ პროდუქტებზე გადმოგცემთ საგარანტიო ცნობას, სადაც განსაზღვრული იქნება საგარანტიო პერიოდი.

  6. როდის დაიწყება საცხოვრებელი კომპლექსის მოვლა-პატრონობის გადასახადის შეტანა? ვინ იზრუნებს საერთო ტერიტორიებზე?

    საცხოვრებელი კომპლექსის მოვლისთვის გადასახადის შეტანა დაიწყება მენეჯმენტის დაკომპლექტებისა და ამოქმედებისთანავე. საცხოვრებელი კომპლექსის მენეჯმენტი განსაზღვრავს როდის უნდა მოხდეს გადასახადის შეტანა. პროექტის საერთო ადგილების მოვლა-პატრონობის საკითხზეც იზრუნებს კომპლექსის მენეჯმენტი

  7. მშენებლობის დასრულების შემდეგ ვინ განახორციელებს „მწვანე ბუდაპეშტის“ კომპლექსის მენეჯმენტს ?

    დროებით მენეჯმენტს განახორციელებს დეველოპერი- შპს „მაქრო ქონსთრაქშენი“, რომელიც მშენებლობის დასრულების შემდეგ „მწვანე ბუდაპეშტის“მობინადრეებს ერთი წლის განმავლობაში უფასოდ მოემსახურება. ერთი წლის შემდეგ კი მაცხოვრებლები თავად აირჩევენ წარმომადგენელს, რომელიც გადაწყვეტს და ორგანიზებას გაუკეთებს კომპლექსის  ყველა მიმდინარე საკითხს.

  8. როგორ ხდება კონტრაქტის მიწოდება?

    ხელმოწერის დღეს კონტრაქტის ერთი ასლი გადაეცემა კლიენტს, ხოლო მეორე რჩება დეველოპერს - შპს „მაქრო ქონსთრაქშენს“.

მენეჯმენტი

  1. გათვალისწინებულია თუ არა ,,მწვანე ბუდაპეშტში“ წყლით მომარაგების დამატებითი საშუალებები?

    მობინადრეების საჭიროებებიდან გამომდინარე ყოველ ბლოკში განთავსებული იქნება 80-100 ტონიანი წყლის ავზები. მათი ნახევარი საკმარისი იქნება 2 დღის მოხმარებისათვის, ხოლო მეორე ნახევარი კი ექსტრემალური სიტუაციებისთვის იქნება დარეზერვებული.

  2. ვინ მოახდენს ტერიტორიის დასუფთავებას?

    ისევე, როგორც დაცვის საკითხს, დასუფთავებასაც და ტერიტორიის გამწვანების მოვლას და შენარჩუნებას შპს ,,მაქრო ქონსთრაქშენი ერთი წლის მანძილზე უსასყიდლოდ უზრუნველყოფს. ამ ვადის გასვლის შემდეგ, პროექტის მაცხოვრებლები, თავად მიიღებენ ტერიტორიის დასუფთავებასთან დაკავშირებულ ყველა გადაწყვეტილებას.

  3. როგორია „მწვანე ბუდაპეშტის“ პროექტის ინფრასტრუქტურა?

    მომხმარებლის საჭიროებებისა და მოლოდინების გათვალისწინებით „მწვანებუდაპეშტი“ მდიდარია ინფრასტრუქტურით:

    • 3,500 კვ.მგამწვანებას;
    • ფიტნეს ცენტრი;
    • ბავშვთა მოვლის ცენტრი;
    • სამი საბავშვო, სათამაშო მოედანი;
    • კალათბურთის მოედანი;
    • სკეიტპარკი;
    • სარბენი ბილიკი.